თარიღი    დრო

ცენზურა დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა საკითხები - ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:39 05.25.2018 420

საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ინტერესში, ამიტომ ყველამ პატივი უნდა კონსტიტუციას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ბოძია, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული – დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა ანა ნაცვლიშვილმა საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული – დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. მისივე თქმით, ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს.

მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე – ისინი იყვნენ დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული – დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.

ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი. ეს დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, თუ სხვა საკითხები, ცენზურა დაუშვებელია – ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასოდეს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მოდელზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო.

ჩვენ მუდმივად ვიყავით სეკულარული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული და მათ აქვთ თავისი ფუნქციები, მიზნები და სამოქმედო არეალი. ეს იყო ისტორიულად ჩვენი სახელმწიფოს არქიტექტურა. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ისტორიულ ტრადიციას, ისევე, როგორც უნდა ვცეთ პატივი იმ ქვეყნის კონსტიტუციას რომელშიც ვცხოვრობთ და ერთმანეთის უფლებებს.

რა თქმა უნდა, უპირველესი მაინც არის ის, რომ ჩვენ არ ვიმოქმედოთ და არ დავაზიანოთ ამ ქვეყნის ინტერესები, რომელიც ცალსახად იქნება შემასუსტებელი ჩვენი და ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების წისქვილზე დაასხავს წყალს“, – განაცხად ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც მღვდლებს მოუწოდა, "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადონ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%