თარიღი    დრო

სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:26 05.25.2018 254

სახელმწიფო კვლავაც დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისას არ მივაყენოთ ვინმეს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც.

„დემოკრატია არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარების და აქ ზედმეტი კითხვები არ ისმება. თუმცა, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც. ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი და სხვისი უფლებები იწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თავისუფლებით სარგებლობისას გავითვალისწინოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ერის იდენტობას წარმოადგენს, რამაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მივუდგეთ”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც მღვდლებს მოუწოდა, "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადონ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%