თარიღი    დრო

უკრაინამ დაბლოკა იმ კომპანიების საქმიანობა, ვინც რუსეთში ყირიმის მიმართულებით ბილეთებს ყიდდა

საქართველო, თბილისი - 13:24 05.25.2018 297

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაბლოკა საქმიანობა იმ კომერციული ორგანიზაციებისა კიევსა და ოდესაში, რომლებიც რუსული ქალაქებისთვის ყირიმის ავიაბილეთებს ყიდდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"უკრაინის სახელმწიფო ინტერესების სადაზვერვო დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში, დაბლოკეს არაკანონიერი ავიაბილეთების გაყიდვა, რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმის მიმართულებით“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტი აზუსტებს, კიევსა და ოდესაში რამდენიმე კომერციული სტრუქტურა ყიდდა ბილეთებს „სიმფეროპოლის“ აეროპორტში და უკანა მიმართულებით რუსულ ავიაკომპანიებზე. მათ შორის იმ კომპანიებზეც, რომლებიც კიევის სანქციების სიაშია შეყვანილი.

სამართალდამცავებმა ჩაატარეს ჩხრეკა და აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებდა ავიაბილეთების გაყიდვის ფაქტს. ასევე ამოიღეს „რუსული ავიაკომპანიის ანგარიშზე ფულის გადარიცხვის დამამტკიცებელი დოკუმენტები“.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%