თარიღი    დრო

არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, არამედ ამ თავისუფალი სიტყვისათვის ოპონირების გაწევასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:21 05.25.2018 418

არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, არამედ ამ თავისუფალი სიტყვისათვის ოპონირების გაწევასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საპატრიარქოს განცხადებამ იმედები გაუცრუა ადამიანებს, ვინც დაპირისპირებების პროვოცირებას ცდილობს თუნდაც იმ გადაცემებით, იმ სიუჟეტებით, რომლებიც გარკვეულ შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლებს და არა მარტო მართლმადიდებლებს, საერთოდ საზოგადოებას. მისივე თქმით, თუმცა სიტყვის თავისუფლებას რასაკვირველია, საქართველოში არასდროს დაემუქრება რაიმე საფრთხე. 

„მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, არამედ ამ თავისუფალი სიტყვისათვის ოპონირების გაწევასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება რასაკვირველია, ყოველთვის იდგება იმ პოზიციაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს და არა მარტო გამოხატვის, არამედ ამ გამოხატვის შეფასებაც არ უნდა შეიზღუდოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ყოველთვის უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროვოკაციის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს ორი რადიკალური მხარე არ გადაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. 

“ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან და საპატრიარქოს წარმოჩენა როგორც აგრესიისკენ მომწოდებელი სტრუქტურის არის სწორედაც ის ჩანაფიქრი, რასაც ხშირ შემთხვევაში მიზნად ისახავს პროვოკაციული სიუჟეტები”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც მღვდლებს მოუწოდა, "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადონ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%