თარიღი    დრო

დედაქალაქის მერია 26 მაისს მრავალფეროვან საიუბილეო ღონისძიებებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:11 05.25.2018 391

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღსანიშნავად დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება ასი პოსტერისგან შემდგარი გამოფენა „პოსტერი 100“, რომელიც საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

რუსთაველის თეატრის წინ განთავსდება მოცულობითი ლოგო „100“, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი, ხოლო ოპერის შენობის წინ მოეწყობა ინსტალაცია „100“ - მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით.

ძველი კინოთეატრი გაცოცხლდება ოპერის მიმდებარედ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატური რეკვიზიტი: ძველი ქართული ფილმების კადრები, აფიშები, სკამები, ფორტეპიანო. ამავე სივრცეში, სხვადასხვა ძველ ფილმთან ერთად წარმოდგენილი იქნება 25-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით „1918-2018“.

პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა არაერთი სივრცე საბავშვო აქტივობების, კონცერტებისა და თამაშებისათვის.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, ასევე, გაიმართება საკარნავალო მსვლელობა - "ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი. პერფორმანსს სასულე ორკესტრი გააფორმებს.

რუსთაველის გამზირზე, ასევე, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, რომელიც, გარდა მცენარეების გამოფენისა, მწვანე გაკვეთილებსაც მოიცავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს ბოტანიკური ბაღი.

საიუბილეო ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და გრანდიოზული გალა კონცერტით დაიხურება, რომელიც 21:00 საათზე ვარდების მოედანზე გაიმართება. გალა კონცერტის სცენა, წინა წლებისგან განსხვავებით, აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ. ასევე, გასული 100 წლის სხვადასხვა პერიოდის აღსაქმელად განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული.

(NS)




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%