თარიღი    დრო

ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:08 05.25.2018 348

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად, დღეს სტადიონის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა 10-დან 8 სექტორში, ანუ სამუშაოების 75 % დასრულებულია. შესრულებულია ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 60 %, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. ივნისის თვიდან იარუსების (სკამების) მოწყობა დაიწყება.

პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამშენებლო პროცესში მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

(NS)




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%