თარიღი    დრო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით დახურავს

საქართველო, თბილისი - 12:48 05.24.2018 652

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით დახურავს.

ე.წ. საზღვარი დაიხურება 25 მაისს, სასკოლო გამოშვებებთან და ბოლო ზართან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.  

"სკოლებში სწავლის დამამთავრებელი გამოშვებების დღეს, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 25 მაისს 20:00 საათზე (ადგილობრივი დროით) არ განხორციელდება საზღვრის გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეთა გაშვება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის“ - ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტი აზუსტებს, რომ ე.წ. საგამშვებო პუნქტი 27 მაისს დილის 8:00 საათიდან ჩვეულებრივი რეჟიმით გაიხსნება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%