თარიღი    დრო

ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 18:06 05.23.2018 290

დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ 4 სპორტსმენია იმ აზრის გარშემო გაერთიანებული, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. თურმე, რაღაც ჯგუფი ვართ ჩვენ, თურმე ეს სპორტსმენები არაფერს წარმოვადგენთ და ძირითადი გუნდი აგრძელებს ვარჯიშს, - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

„მინდა ამოვიკითხო ის სია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან: 
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ზვიად ხუბულური, ლაშა გიუნაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ომარ ნიაზაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე. თუ რომელიმე სპორტსმენს აქვს განსხვავებული აზრი, თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს, რომ დავით ქევხიშვილი არის იდეალური პრეზიდენტი და არ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, გაავრცელონ საკუთარი პოზიცია, ხოლო თუ დუმილს აირჩევენ, ე.ი. ყველა ამ აზრის გარშემო ვართ გაერთიანებულნი“, - განაცხადა ლიპარტელიანმა. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%