თარიღი    დრო

აჭარაში თევზაობის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:18 05.23.2018 659

აჭარაში, ანგისის დასახლებაში, 19 მაისს, თევზაობის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

როგორც ექიმები ამბობენ, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა იყო. მათი ინფორმაციით, პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი.

მოზარდი თბილისში, დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო.

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, თევზაობის დროს ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.

როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაში" აღნიშნავენ, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%