თარიღი    დრო

აღსრულების მექანიზმები საკმაოდ რთული იქნება - მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოზე

საქართველო, თბილისი - 16:44 05.23.2018 673

“სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ქვეყანას და იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩადიან დანაშაულს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. სტრასბურგში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება. ის აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, „ამაზე სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი“.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით კი მდინარაძე აცხადებს, რომ „ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია“.

"მოდი, ჯერ ნუ ვისაუბრებთ ამაზე. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღსრულების მექანიზმები საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ მეორე მხარეს, რომელსაც შესაძლებელია, სანქციები დაეკისროს, არის ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და იმ ტერიტორიებზე, იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არ არის რუსეთის, იქაც ძალიან ჭირს ხოლმე გადაწყვეტილების აღსრულება და იქაც მსგავსი პრობლემებია. ამიტომ ჯერ დაველოდოთ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად ობიექტურობის ფარგლებში, ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიდეს და შემდეგ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს ედავება. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%