თარიღი    დრო

ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

საქართველო, თბილისი - 14:44 05.23.2018 277

„ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

სტრასბურგში დღეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება და ოპოზიცია შიშობს, რომ პროცესზე შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან აქამდე გაკეთებულმა განცხადებებმა ნეგატიურად იმოქმედოს.

"იუსტიციის სამინისტრომ საკმაოდ შრომატევადი პროცესის შემდეგ ყველა მტკიცებულება გააძლიერა საკმაოდ ბევრი ფაქტობრივი მასალით. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია სტრასბურგში არის საკმაოდ მყარი. არ დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად, პროცესი მიდის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში. თავისთავად, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო მხარდაჭერის გაორმაგება ამითი. ჩვენთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის მოგება. აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ მარტო - საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია ის ბერკეტი, რითიც უნდა აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება. ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს ედავება. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მუხლები სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ და ა.შ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%