თარიღი    დრო

ვიკრიბებით ძიუდოს გადასარჩენად - დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტები ფედერაციასთან შეიკრიბებიან

საქართველო, თბილისი - 10:01 05.23.2018 464

ძიუდოისტები და მათ მხარდამჭერები შეკრებას დილის 11:00 საათიდან ფედერაციასთან გეგმავენ. გუშინ სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, რის შემდეგაც მისი კაბინეტის კარი აჭედეს.

დავით ქევხიშვილს სპორტსმენები ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქართველოს ნაკრები ისრაელში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდა.

"კომისიას, რომელიც შეიკრიბა, სპორტსმნენები უნდობლობას ვუცხადებთ. ვიკრიბებით ძიუდოს გადასარჩენად ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივა ძიუდოზე და ვაფიქსირებთ ჩვენს ჯანსაღ პოზიციას. არავითარი ძალადობა. ჩვენი მოტხოვნაა მხოლოდ და მხოლოდ დავით ქევხიშვილმა დატოვოს თანამდებობა", - განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა ვარლამ ლიპარტელიანმა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%