საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ისკომერციის მდივანს უილბურ როსსსაქართველოსა და აშშ-ს შორისთავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგავლენის კვლევის შედეგები გაუზიარა.
კვლევა საქართველოს მთავრობისდაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტაციოკომპანიამ „PWC“-მ განახორციელა. კვლევისთანახმად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდიდაორივე ქვეყნიდან ექსპორტს, ხელსშეუწყობდა ინვესტიციებს და სტიმულსმისცემდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარემიესალმება აშშ-დან ინვესტიციების ზრდას, რომელსაც ასევე მოაქვს ქვეყანაში ცოდნა დაახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა დაუილბურ როსს შორის ეკონომიკისმინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციისოფიციალური ვიზიტის ფარგლებშიიმყოფება.