თარიღი    დრო

პარიზში კვლავ არეულობაა, არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 18:59 05.22.2018 420

პარიზში, ხულიგნებმა, რომლებიც მიუძღვებიან მრავალათასიან საპროტესტო კოლონას, დაიწყეს არეულობა და ქაოსი, რის გამოც საფრანგეთის პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ცრემლსადენი გაზი და ასაფეთქებელი ნივთიერება. 

შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ახალგაზრდები, რომლებიც პარიზის ხელისუფლების წინააღმედგ გამოდიან, ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს და სკანირებენ „ყველას სძულს პოლიცია“.

ხულიგნებმა მოახდინეს პოლიციელების პროვოცირება. ისინი მათ ესროდნენ ჩაფხუტებსა და ნარჩენებს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მათ დასამშვიდებლად სპეცნაზი იქნა მობილიზებული.

ვრცელდბა ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. მანიფესტანტების დასარბევად სპეცნაზის თანამშრომლებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის გამოყენების დროსაც დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი. მას ხელი აქვს დაზიანებული. 

საფრანგეთის ხელისუფლება წუხილს გამოთქვამს, რომ იძულებულ გახდა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გამოეყენებინა უკიდურესი ზომები.

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%