თარიღი    დრო

თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

საქართველო, თბილისი - 17:42 05.22.2018 4961

თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს.

ინიციატივა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი.

როგორც კომპანია „სისტრამ“ წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა, საუბარია როგორც დედაქალაქში, ისე დედაქალაქთან ახლომდებარე არეალზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

„მაქსიმალურად კომფორტული უნდა გავხადოთ მგზავრების ჩამოსვლა როგორც მცხეთიდან თბილისში, ასევე რუსთავიდან, გარდაბნიდან. საუბარია იმაზე, სად უნდა იყოს გადაჯდომის სადგური. ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დაობს. საუბარია, რამდენად ღრმად უნდა შემოვიდეს რუსთავიდან მომავალი ესა თუ ის მარშრუტი თბილისში, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. ეს ასევე შეეხება თბილისში მოძრავ გრძელ მარშრუტებსაც. დადგინდება წერილები, სადაც მგზავრები კომფორტულად გადაჯდებიან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს შეიძლება იყოს ავტობუსი, მეტრო ან ტაქსი, ეს მგზავრის არჩევანია. ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობა რომ გადასალაგებელია, ეს ფაქტია”, – განაცხადა აბესაძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%