თარიღი    დრო

პროკურატურამ ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 17:29 05.22.2018 376

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ი.გ.-ს ადევნების და მუქარის ფაქტზე 2018 წლის 22 მაისს რ.ნ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1 ნაწილით და 151-ე მუხლის 1 ნაწილით, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.- მ, ი.გ.- სთან, მისთვის არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა, დაადგინა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი და დაუწყო უკანონო თვალთვალი: სისტემატიურად ურეკავდა ტელეფონზე, სთხოვდა შეხვედრას, აკითხავდა სამსახურთან და საცხოვრებელ სახლთან, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ხელნაწერ წერილებს, სთხოვდა თითქოსდა საერთო შვილის ჩვენებასა და ვითომდა მითვისებული ქონების დაბრუნებას.

"ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად კი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. რ.ნ.-ს ქმედებებით, რომელიც 2018 წლის 10 მაისამდე გრძელდებოდა, ი.გ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა და მუქარის განხორციელების მუდმივი რეალური საფრთხის და შიშის განცდა ჰქონდა.

სამართალდამცველებმა რ.ნ. 2018 წლის 21 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. რ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%