დღეიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისიდან თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით. საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.