თარიღი    დრო

მამაკაცს ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:35 05.21.2018 552

ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ი. ც.-ს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ ბრალდებული, ასევე დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებისათვის, ჩადენილი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში 12 ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ყოფილ მეუღლეს. შემთხვევის ადგილზე გამვლელმა მოქალაქემ მოძალადეს ხელი შეუშალა, რის გამოც მან ვერ შეძლო დანაშაულის სისრულეში მოყვანა და ქალს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა მხოლოდ ცივი იარაღის ტარებაში ცნო თავი დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ნივთმტკიცებების, მათ შორის დანაშაულის იარაღის შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, ასევე დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე ი. ც. -ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ც.-ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%