თარიღი    დრო

ახალგაზრდა გამომგონებელმა შშმ პირებისთვის „ჭკვიანი სახლი“ შექმნა

საქართველო, თბილისი - 10:39 05.21.2018 1268

ახალგაზრდა გამომგონებელმა იუსიფ ნასიბოვმა შშმ პირებისთვის "ჭკვიანი სახლი" შექმნა. 

„ჭკვიანი სახლი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შექმნილი ხმისა და ხელის სენსორზე ადაპტირებული სახლის მართვის მოდელია. იგი უსინათლოებსა და სხვა ტიპის პრობლემების მქონე პირებს ეხმარება დამხმარე რობოტის მეშვეობით სხვადასხვა ფუნქციის შესრულებაში. პროექტი მრავალფუნქციური შესაძლებლობის გამო არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. გასულ წელს ახალგაზრდა მეცნიერი მსოფლიოს რამოდენიმე კონკურსიდან ოქროს მედლითაც დაბრუნდა. ის ევროპის ოლიმპიადების გამარჯვებულია.

გამომგონებელი იუსიფ ნასიბოვი სოფელ მუღანლოდანაა. განათლებას იგი ქალაქ რუსთავში, შოთა რუსთაველის სკოლა-ლიცეუმში იღებს.

გამომგონებლობასთან და მეცნიერებასთან პირველი შეხება, ისევე როგორც ქართულ ენასთან პირველი კონტაქტი სწორედ ამ სკოლაში მოუწია მომავალ მეცნიერს.

დღეს იუსიფი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც არაერთი გამომგონება და საინტერესო პროექტიც აქვს შექმნილი. ახლახანს ახალგაზრდის მიერ შექმნილი პროექტი „ჭკვიანი სახლი“ ერთ-ერთი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახდა.

მოზარდმა პირველი სამეცნიერო პროექტი მე-9 კლასში შექმნა და ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე გაიტანა. მოგვიანებით, სკოლაშივე არსებულ სამეცნიერო კლუბში, იუსიფმა სხვა ახალ პროექტზეც დაიწყო მუშაობა და ინოვაციური პროექტიც შექმნა.

„არასოდეს მიფიქრია მსგავს სფეროში მუშაობაზე, სკოლაში სწავლა რუტინული და მოსაწყენი პროცესიც კი მეგონა, თუმცა, როდესაც პირველი შედეგი ვნახე, მეტი და მეტის მიღწევაც მომინდა. დღეს უკვე სკოლის სხვა მოსწავლეებსაც ვეხმარები პროექტების შექმნაში. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ვსაქმიაონაბ და იმედია კიდევ უფრო საინტერესო გამოგონებებიც მექნება“, - ამბობს იუსიფი.

ერთი წლის წინ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე იუსიფ ნასიბოვმა პროექტით „ჭკვიანი სახლი„ პირველი ადგილი მოიპოვა. ამჟამად, გამომგონებელი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო იქნება მომხმარებლებისთვისაც და იუსიფსაც ახალ წარმატებებს მოუტანს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%