ჩვენ, ადამიანებმა, ვინც აქ შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა ნინო ბოლქვაძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ილუზია სახელმწიფოში, რომელსაც ჯერ სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, სანამ ადამიანის უფლებები არ არ იქნება დაცული.
მისივე თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ოფიციალურად გაუქმდა.
„ჩვენ, ადამიანები, ვინც შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ეს არის ილუზია სახელმწიფოში, რომელსაც ჯერ სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, სანამ ადამიანის უფლებები არ არ იქნება დაცული. ამიტომ, ნდობა ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. ის ლოიალურია ფაშისტური დაჯგუფებების მიმართ, არ აკონტროლებს, საიდან იღებენ ეს დაჯგუფებები ფულად დაფინანსებას. ზოგს, ჩემი აზრით, თავადვე აფინანსებს“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, კანცელარიასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.