თარიღი    დრო

სამეფო ოჯახის გულშემატკივრებმა უინძორების სასახლესთან კარვები დადგეს

საქართველო, თბილისი - 17:28 05.17.2018 406

სამეფო ოჯახის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ამ ფორმით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის საუკეთესო რაკურსით დანახვას შეძლებენ.

პრინც ჰარისა და მეგანის მარკლის ქორწილის წინ, მოსახლეობას აუკრძალეს გაეშალათ კარვები უინძორის სასახლის წინ. თუმცა ბევრი ამან ვერ შეაჩერა და ღამეს გაშლილ კარვებში ათენებენ, რათა საუკეთესო ადგილები დაიკავონ.

ზოგიერთ ინგლისელს, ვისაც კარავი არ აქვს, უწევს კარვის გარეშე, საძილე ტომრით და გასაშლელი სავარძლით ღამის თენება. ღამით ძლიერი სიცივის გამო ეს რულია, ამიტომ მოსახლეობა აღშფოთებულია, რომ არ მისცეს უფლება კარვების გაშლის. წერს The Telegraph.

უინძორების სასახლის მიმდიებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პოლიციელები პატრულირებენ, რომლებმაც ადგილი ლითონის ჯებირებით შემოღობეს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი შაბათს, 19 მაისს უნდა შედგეს. უსაფრთხოების მიზნით, ცერემონიას  250 სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი დაესწრება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%