თარიღი    დრო

ვაკის პარკის პარალელურად, ლგბტ აქტივისტებმა აქცია შსს-სთან გამართეს

საქართველო, თბილისი - 17:23 05.17.2018 795

თბილისში, ვაკის პარკის პარალელურად, ლგბტ აქტივისტებმა აქცია გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

ლგბტ აქტივისტები მოუწოდებენ სამინისტროს, გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

აქტივისტებმა პოლიციის მხრიდან ჰომოფობიის წახალისება ისაუბრეს და უწყებას მოუწოდეს, გაატაროს ზომები და აამაღლოს პოლიციელების ცნობიერება. მათივე თქმით, ხშირად დაზარალებული თავადვე ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი პოლიცელის მხრიდან. 

"მოვითხოვთ, გაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პოლიციელების ცნობიერების და მგრძნობელობის გაზრდას და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი აქცია, ამჯერად კანცელარიასთან საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%