თარიღი    დრო

რომეო მიქაუტაძე: განახლებადი ენერგიების ადგილობრივი რესურსების ათვისება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია

საქართველო, თბილისი - 14:31 05.17.2018 268

“განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება რჩება ქვეყნის პრიორიტეტად, რომელიც, თავისი მხრივ, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა,“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), აგრეთვე „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ და ბრიტანულ კომპანიას „ECO“ განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს სუფთა ენერგიის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და სტრატეგია, ასევე განახლებადი ენერგიის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა  და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეროვნულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ბაზაში ასახოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების  ნორმები და მოთხოვნები (acquis communautaire) და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები. ამ ვალდებულებთა შორისაა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (გეესგ) შემუშავება და განხორციელება.

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა, შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლები და მათი მიღწევის ტრაექტორიები მომზადდა ევროკავშირის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (2009/28/EC) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ მომზადებული  მეთოდოლოგიის მიხედვით. გეესგ-ზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს დარგობრივი სამინისტროების, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების,  კერძო კომპანიების, აკადემიური  და არასამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%