თარიღი    დრო

2018 წელს სიძულვილის მოტივით 53 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:48 05.16.2018 370

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების სტატისტიკას აქვეყნებს.უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს გასულ წლებთან შედარებით მონაცემები გაზრდილია. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, 2018 წლის მონაცემებით, სიძულვილის მოტივი 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა, დაკავებულია 53 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებშიც შესაძლოა იკვეთებოდეს სიძულვილის მოტივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სიძულვილის მოტივის ნიშნით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებულიგამოძიების შედეგად, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც საგრძნობლად აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.

2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული იქნა 53 პირი.

2018 წლის მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაიზარდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის გარდა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამის ნათელი მაგალითებია ის აქციები, რომლებიც უმცირესობის წარმომადგენლებმა გასული თვეების განმავლობაში ჩაატარეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და მათ მისცა აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ასევე, დაუყოვნებლივ მოხდა იმ პირების დაკავება, რომელთა მხრიდანაც ძალადობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი”, -  განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%