თარიღი    დრო

ავსტრია ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაღრმავებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 18:22 05.16.2018 125

ავსტრია გეგმავს კიდევ უფრო გააღრმავოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ამის შესახებ განცხადება ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გააკეთა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ავსტრია და სერბეთი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით.

„სერბეთის პრეზიდენტთან სოფიაში შეხვედრისას, ჩვენ ვილაპარაკეთ ხვალინდელი სამიტის მოლოდინების შესახებ. ვაპირებთ კვლავ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები სერბეთის საკითხზე, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია კურცის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ Twitter-ზეა განთავსებული. 

მან ხაზი გაუსვა, რომ სერბეთი დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობის დემონსტრირებაა და დღესდღეობით უკვე მიაღწია პროგრესს ამ მოლაპარაკებებში.

ევროკავშირის საბჭოში, 2018 წლის 1 ივნისს, ავსტრია მას თავმჯდომარეობას გაუწევს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sporti

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.8%