თარიღი    დრო

27 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 09:50 05.27.2018 296

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის ფარგლებში, 27-28 მაისს ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. 

27 მაისს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნება დიასპორის ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ შემუშავებული ახალი სტრატეგიის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიღწევების აღნიშვნას და იმავდროულად, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, ერთობლივი გზების დასახვას თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისა და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.  

ფორუმზე მოწვეულ მონაწილეებს შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საქართველოს ხელისუფლების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ, გაიმართება თემატური სესიები შემდეგ სფეროებზე: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში მომხსენებლები დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგებიან და ფორუმის მონაწილეებს თავიანთ საქმიანობას და გამოცდილებას გააცნობენ. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში განხილული საკითხები და მოსაზრებები სამინისტროს სამომავლო გეგმებში, იმ პროგრამებსა და პროექტებში აისახება, რომლებიც დიასპორასთან მიმართებით სამომავლოდ განხორციელდება.  




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%