თარიღი    დრო

ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რაც ბაჩო ახალაიას მიესაჯა - ნანა თეთრაძე

საქართველო, თბილისი - 17:46 04.23.2018 251

„ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რაც ბაჩო ახალაიას მიესაჯა“, - ასე გამოეხმაურა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ბაჩო ახალაიასთვის გამამტუყნებელი განაჩენის გამოტანას. თეთრაძე თვლის, რომ ახალაიასთვის მისჯილი წლები მის დანაშულთან შესაბამისობაში არ მოდის.

„დღეს 6 წელი და 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და არანაირი განაჩენი არ შეცვლის იმ მდგომარეობას და არ მოგვიშუშებს იმ იარებს, რომელიც ოჯახს აქვს მიღებული. მიუხედავად ამდენი წამებისა, არაადამიანური მოპყრობისა და უბედურების კორიანტელისა, რაც ჩემს მეუღლეს დაატყდა თავს, ის ძალიან ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა შეკერილი საქმე, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აბსურდული. ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რაც ბაჩო ახალაიას მიესაჯა“, - აცხადებს თეთრაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ.პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს კი, 4 წლით პატიმრობა. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%