თარიღი    დრო

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები 400 ათას ევროს მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 12:48 04.21.2018 1871

საფრანგეთის ფეხბურთის ნაკრების თითოეული მოთამაშე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემთხვევაში, პრიზის სახით 400 ათას ევროს მიიღებს.

ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს.

გამოცემის, თანახმად, მოთამაშეებზე პრიზი 300 ათასი ევროს ოდენობით იყო დაწესებული 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც, თუმცა ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა, დამატებით დროში გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებს დაუთმო, ანგარიშით 0-1.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში საფრანგეთის ნაკრები ითამაშებს C ჯგუფში ავსტრალიის, პერუს და დანიის გუნდებთან ერთად. შეჯიბრი გაიმართება 14 ივნისიდან 15 ივლისამდე, 11 ქალაქის 12 სტადიონზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%