თბილისში, მეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 170კვ.მ-დე ფართი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.