იმედს ვიტოვებ, რომ ზვიად კუპრავა დღეს მაინც წარმოადგენს გარკვეულ მტკიცებულებას, ან მიგვითითებს წყაროს, რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ, ჩემი აზრით უარგუმენტო განცხადებას, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაზე ზვიად კუპრავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, პროკურატურას ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებს.
"ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმის ბატონი კუპრავასგან ისეთი არგუმენტები, ისეთი განცხადებები რომლებიც საფუძველს მოკლებულია. მან ერთ საქმეზე, კერძოდ, მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძების თაობაზე განაცხადა, რომ გააჩნდა ტელეფონი, რომელშიც ინახებოდა გარკვეული ინფორმაციული მასალა. როდესაც გამომძიებელი მასთან მივიდა და სთხოვა მასალის წარდგენა, მან განაცხადა, რომ არ იცოდა თუ სად იყო ჩანაწერები და ასევე მობილური ტელეფონი. ბატონი კუპრავას განცხადებებიდან იკვეთება რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ცრუ ინფორმაცია", - განაცხადა ფხაკაძემ.