ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გია ვოლსკის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. მისივე თქმით, ვოლსკი ხანდახან უნდა დაფიქრდეს – ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს.
„ალბათ, ტიპლინგის მაუგლი ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილაო, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული. „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს – ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსნებთ, გია ვოლსკის შეფასებით, „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული იყო.