თარიღი    დრო

ოკუპირებულ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ

საქართველო, თბილისი - 15:25 04.17.2018 226

საგადასახადო კოდექსში მორგი ცვლილების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც მოხდება სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წაახალისება, რომ შესაძლებელი გახდება გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა  მიიღოს მეტი ეკონომიკური სარგებელი და ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომა გაეზრდება.

ამ მიზნით, კანონპროექტი სთავაზობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესაძლებლობას.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობასა  და ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, ისარგებლონ  გადამხდელის სპეციალური სტატუსით (სპეციალური საწარმოს სტატუსით) ან გადამხდელის სპეციალური სტატუსის მინიჭების გარეშე დარეგისტრირდნენ ჩვეულებრივ გადამხდელებად. გადამხდელის სპეციალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნა შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეს, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირს, პირადი ნომრით რეგისტრირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც განახორციელებენ სავაჭრო ოპერაციებს გამყოფი ხაზის გასწვრივ საგადასახადო შეღავათებით და იმოქმედებენ გადამხდელის სპეციალური სტატუსით განსაზღვრული უფლებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

განსხვავებით ჩვეულებრივი გადამხდელისგან, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირები  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით შემდეგ სამეწარმეო საქმიანობაზე:

ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული 

საქონლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიისა) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა; ამ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის მიწოდება (გარდა ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს ნაწარმის მიწოდებისა).

ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოებულის ან წარმოშობილისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;

გ)  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის წარმოება, „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის.  

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართულებებიდან, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და პირიქით; ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე)/რეგიონიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და პირიქით.

გარდა ამისა, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებს უფლება ეძლევათ საგადასახადო შეღავათის გარეშე განახორციელონ საქართველოს მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი სამეწარმეო საქმიანობა, როგორიც არის:

-            საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  წარმოებული და შემოტანილი საქონლისა) საქართველოშივე (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მიწოდების ოპერაცია;

-            საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე   წარმოშობილი და  შემოტანილი საქონლისა) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა;

-            უცხოური საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ საქართველოში (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მიწოდების ოპერაცია.

ამასთან, აღნიშნულ პირებს ეზღუდებათ ზოგიერთი საქმიანობა, კერძოდ:

-            საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან  საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ისეთი საქონლის შემოტანა/შეძენა რომელიც არ არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული;

-            საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან აქციზური საქონლის

შემოტანა (გარდა ალკოჰოლური სასმელების ან თამბაქოს ნაწარმის); 

-            მომსახურებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ გადამხდელის სპეციალური სტატუსის მქონე პირს შეეძლება, ჩვეულებრივი გადამხდელის სტატუსით, მომსახურების გასაწევად ასევე დააფუძნოს საწარმო. ამ შემთხვევაში, იგი მოექცევა ჩვეულებრივ საგადასახადო რეჟიმში და ასეთ საქმიანობაზე აღარ გავრცელდება საგადასახადო შეღავათები. 

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირებზე გავრცელდება დაბეგვრის

შეღავათიანი წესი, კერძოდ:

-            საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება პირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული  საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევით მიღებული შემოსავლის შემთხვევაში; ასევე საქართველოს საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის შემთხვევაში;

-            მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული  საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევით მიღებული მოგების განაწილება; ასევე საქართველოს საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება;

-            ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან თავისუფლდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება;

-            ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან თავისუფლდება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება.

ზემოაღნიშნული იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ახალი 242 მუხლის დამატებას, ასევე შესაბამისი ცვლილების განხორციელებას ამავე კოდექსის 82-ე, 99-ე და 168-ე მუხლებში. ამასთან ემატება ახალი შინაარსის 1902 მუხლი.

გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტით, საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების მიზნით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის უფლებამისილება ეძლევათ ასევე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირებსაც, რამაც შესაბამისად გამოიწვია ცვლილებების შეტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის  66-ე  მუხლის პირველ ნაწილში.  გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პირი  იქნება უფლებამოსილი საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას, რამაც გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილში ცვლილების შეტანა. ამასთან ერთად, გადასახადის  გადამხდელად რეგისტრაციისას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება რეგისტრაციისას მინიჭებული პირადი ნომერი, რაც იწვევს ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილში ცვლილების შეტანას.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%