თარიღი    დრო

გამოწვევად რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ - ლონდა თოლორაია

საქართველო, თბილისი - 14:44 04.17.2018 248

გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან მოძალადე არის ოჯახის წევრი და თავს იკავებენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისგან. გამოწვევა არის ასევე ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, პირვანდელი ჩვენების გადათქმა და განცხადების უკან გატანა ხდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ გამოწვევაა სისხლის სამართლის საქმის მასალების ხელმისაწვდომობის საკითხი იმ პირისთვისაც, რომლის მიმართაც შეაქვთ საჩივარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

“არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიების ეტაპზე ყველაფერი მიდის ნორმალურად, მსხვერპლი კვლავ იმ პოზიციაზეა, თუმცა როცა საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, მსხვერპლი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, შესაძლოა, სასამართლოში ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ მოცემულობაში და ჩვენდა სამწუხაროდ, გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა პროკურორი რჩება მტკიცებულებების გარეშე. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, პროცენტულად საკმაოდ მაღალია ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში გამართლებული პირების რაოდენობა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ოჯახის წევრებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ასევე პრობლემურია სამართალდამცველებისთვის გვიან მომართვის საკითხი.

„მსხვერპლი მოდის ჩვენთან, გვეუბნება, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლემ, მაგრამ ეს განხორციელდა რამდენიმე კვირის ან თვის წინ და რა თქმა უნდა, მის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება გამორიცხულია, ამის გარეშე კი ძალადობის მტკიცება რთულია”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ღონისძიებაა გასატარებელი, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება.

საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%