თარიღი    დრო

ადვოკატმა თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა

საქართველო, თბილისი - 13:20 04.17.2018 4248
ადვოკატმა ლევან მარსაგაშვილმა თაკო გამრეკელაშვილი მკვლელობაში ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული არ აღიარებს იმ დამამძიებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ.

"ვეფხია აღაირებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას", - განაცხადა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ცნობისთვის, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, თუმცა, მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

მიმალვაში მყოფი ვეფხია ბაქრაძე შაბათს, თელეთში დააკავეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%