ტრამპმა რუსეთი და ჩინეთი ვალუტის დევალვაციაში დაადანაშაულა და ამ საქციელს ყოვლად დაუშვებელი უწოდა.
რუსეთი და ჩინეთი ვალუტის დევალვაციაზე თამაშობენ, მაშინ როცა აშშ აგრძელებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდას. ეს დაუშვებელია - წერს ტრამპი თავის Twitter გვერდზე.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის თებერვალში დაიწყო უცხოური ვალუტის ყიდვა შიდა ბაზარზე, რათა შეემცირებინა რუბლის გაცვლითი კურსის დამოკიდებულება ნავთობის ფასების არასტაბილურობასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისთვის მიმართულია დამატებითი ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები. ამ ოპერაციების გავლენა რუბლზე, ფინანსთა სამინისტროს და ცენტრალური ბანკის მტკიცებით ნეიტრალური უნდა იყოს.
სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ 6 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურად იყიდის 11.5 მილიარდ რუბლს შიდა სავალუტო ბაზარზე და საერთო ჯამში ამ მიზნით მიმართავს 240.7 მილიარდ რუბლს. თუმცა, ორშაბათს, რუბლის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო, აშშ-ს ახალი სანქციების ფონზე ყიდვები შეწყდა. ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ განაახლებდა ვალუტის შესყიდვებს, როგორც კი რუსული ბაზარი უფრო სტაბილური გახდებოდა.
ამ მომენტისთვის, ჩინური ვალუტა საგრძნობლად გამყარდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში.