თარიღი    დრო

მოწმე ადასტურებს, რომ ჩატაევის მხრიდან, საქართველოში უკანონოდ შემოსვლამდე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუქარას ჰქონდა ადგილი - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 16:18 04.16.2018 130

"მოწმე ადასტურებს, რომ ახმედ ჩატაევის მხრიდან, საქართველოში უკანონოდ შემოსვლამდე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუქარას ჰქონდა ადგილი", - აცხადებს ტერორისტების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა, ნანა ხუნჯუამ

მისი განმარტებით, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საპირწონედ ვერ გამოდგება. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვისმენთ დაცვის მხარის შესავალ სიტყვას. წესით დაცვა შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გადმოგვეცა, თუმცა ბრალდებას მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები ნამდვილად ვერ გამოდგება საპირწონედ იმ დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებისა, რომელიც ჩვენ ამ საქმეზე შევკრიბეთ. გარდა ამისა, თუ დრო მოგვცემს საშუალებას, ვგეგმავთ ასევე მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყებას. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ერთი მოწმე, რომლის დაკითხვაც გადაწყდება შესავალი სიტყვების შემდეგ. აღნიშნული მოწმე დაადასტურებს რომ ახმედ ჩატაევის მხრიდან ჯერ კიდევ საქართველოში უკანონოდ შემოსვლამდე ადგილი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუქარას. კერძოდ აღნიშნულ მოწმეს დაუკავშირდა ახმედ ჩატაევი, რომელსაც დააბარა კონკრეტული მოთხოვნის გადაცემა სამართალდამცავი უწყებებისადმი და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ასევე გამოთქვა მუქარა", - განაცხადა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ

ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 პირიდან, 4- ს ბრალი ტერორისტებისთვის ხელშეწყობაში, ხოლო 2 პირს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ედება ბრალი, ერთ-ერთს, ასევე ბრალი ედება საქართველოში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%