თარიღი    დრო

გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა - ვანო ზარდიაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:00 04.16.2018 442

ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის მხრიდან ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვეფხია ბაქრაძე ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი.

„ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და კიდევ შემიძლია დავაანონსო, რომ შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გველის ალბათ იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული. შესაბამისად, აქ შეიძლება ზედმეტიც ითქვას, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეთ ამ შეწყალებებში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება მისი შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უდოს  კომისიას 6-ჯერ აქვს ნათქვამი უარი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს არის ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ცნობისთვის, ვეფხია ბაქრაძე ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 2015 წელს დააკავეს. 2017 წელს მან საპყრობილე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა. 13 აპრილს კი, ყოფილი ცოლის შვილს, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გამოჭრა. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%