თარიღი    დრო

ბარნოვზე 25 წლის მოკლული გოგოს დედა ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალება მოითხოვა

საქართველო, თბილისი - 15:47 04.16.2018 916

ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას მიმართა.

როგორც ნათია გაბოძე "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა. 

„ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა შენი შვილისთვის გავაკეთებთქო.

მისმა შვილმა დამირეკა,  გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო?

თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით... შემაწუხაო... იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ „გთხოვთ შეიწყალოთ“.

მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყოო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა , უარყოფითი პასუხი მომივიდაო“", - განაცხადა მოკლულის დედამ.

მისი თქმით, ყოფილმა ქმარმა უთხრა რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ "არ გაითვალისწინებდა".

„რომ გამოვალ მაქედან მეც არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზემეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა მივსულიყავი ციხეზე", - აღნიშნავს ნათია გაბოძე.

ცნობისთვის, 13 აპრილს, თბილისში, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. 

მკველობაში ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარია. ის სოფელ თელეთში დააკავეს. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%