თარიღი    დრო

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

საქართველო, თბილისი - 15:43 04.16.2018 77

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლო სათათბიროდ გავიდა, თუმცა, უცნობია ის გადაწყვეტილებას როდის გამოაცხადებს. 

ჟურნალისტებთან საუბარში, პოლკოვნიკის მეუღლე, ნანა თეთრაძე აცხადებს რომ ბაჩო ახალაიას ბრალეულობაში დარწმუნებულია. ის აღნიშნულ ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. 

"ველოდები ობიექტურ და სამართლიან განაჩენს, რომელიც იქნება დანაშაულის საპირწონე იქნება. მოუსპო სიცოცხლე ჩემ მეუღლეს. ის რომ უშუალოდ ბაჩანა ახალაია მონაწილეობდა ჩემი მეუღლის წამებაში და სიკვდილში, დანაშაულია. ეს ჩემთვის ცნობილი ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩემი მეუღლე იყო ცოცხალი და ამის შესახებ მან ჩვენს მაშინდელ ადვოკატს, თამარ იასეიშვილს უთხრა და მოიტანა ეს ამბავი ჩემთვის.იმავე ოთახში ტარდებოდა მაშინ პროცესი, მე ვესწრებოდი და დავინახე როგორი დასახიჩრებული იყო ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ციხეში მოხვდებოდა", - განაცხადა ნანა თეთრაძემ. 

ცნობისთვის, თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებაში ბაჩანა ახალაიაა ბრალდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%