თარიღი    დრო

15-22 აპრილს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 14:18 04.16.2018 161

15-დან 22 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველოს სტენდი იქნება წარმოდგენილი. 

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოდან  კინოინდუსტრიის პრესტიჟულ წარმომადგენლებს უყრის თავს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, კი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით,  წარმოდგენილია  კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის წარმადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს  გამართავენ ინდოელ კინომწარმოებლებთან რაც  ხელს შეუწყობს საქართველოს კინოგადაღების პოტენციალის პოლურაზიციას

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოსაპოვებლად, მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმი - ანა ურუშაძის "საშიში დედა" და მარიამ ხაჭვანის "დედე" იღებენ მონაწილეობას. ხოლო, სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%