თარიღი    დრო

სომხეთში სერჟ სარგსიანის მოსალოდნელ გაპრემიერებას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 09:58 04.16.2018 240

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ექს-პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის  კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ერევნის ცენტრალური ქუჩები.

სამართალდამცველები პროტესტანტებს ქუჩების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ,  თუმცა მათ წინააღმდეგ აქტიურ ზომებს ჯერ არ მიმართავენ.

გუშინ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მომხრეები ხიდების, ქუჩებისა და მეტროსადგურების ბლოკირებას მოახდენენ.

მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლემა არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ სარგსიანის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად არის წარდგენილი. პარლამენტი პრემიერის კანდიდატურას კენჭს 17 აპრილს უყრის.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%