თარიღი    დრო

პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:14 04.16.2018 342

რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას,  არის თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარეზე.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს.

მისივე განცხადებით, უმრავლესობა იქნება შენარჩუნებული, უმრავლესობა არ დაიშლება და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა.

"არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე, რომ მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%