თარიღი    დრო

სულ იყო დავის საგანი და გარკვეული წინააღმდეგობის მიზეზი, რომ პრეზიდენტი შეწყალებას როცა იღებდა, ისმებოდა კითხვები - ფოფხაძე

საქართველო, თბილისი - 13:08 04.16.2018 299

სულ იყო დავის საგანი და გარკვეული წინააღმდეგობის მიზეზი, რომ პრეზიდენტი შეწყალებას როცა იღებდა, ისმებოდა კითხვები, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე დისკრეცია რაღაც ჩარჩოში უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს.

"არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამისი სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული საფრთხის მატარებელია იმიტომ, რომ ბოროტად ამის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდეს. ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თვითონ უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. ეს სტანდარტები თავად უნდა დაადგინონ და გაასაჯაროვონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%