თარიღი    დრო

2017 წელს საქართველოში იმიგრანტთა რაოდენობამ 78 218 შეადგინა

საქართველო, თბილისი - 10:35 04.16.2018 550

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ საკუთარ ვებ-საიტზე greencaucasus.org.ge გამოაქვეყნა ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ“, რომელშიც სხვადასვა სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები.

ანგარიში შედგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“-ს მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მულტიკულტურული თბილისი დღეს“ ფარგლებში სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკისა და მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქსტატის მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, სხვა ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა   2016 წელს  იყო 43142, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1,16%-ს შეადგენდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის UN DESA თანახმად, საქართველოში იმიგრანტების რაოდენობას ზრდის ტენდენცია აქვს და 2017 წელს 78 218 იმიგრანტი იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,1%-ს შეადგენს, თუმცა, UN DESA იმიგრანტთა რაოდენობას განსხვავებული მეთოდით, „საზღვარგარეთ დაბადებულთა“ კატეგორიაზე დაყრდნობით ითვლის და ამიტომ ამ რაოდენობაში შედის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მცხოვრებია, მაგრამ დაბადებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამ გარემოების გამო UN DESA-ს მიერ აღრიცხული იმიგრანტების უდიდეს ნაწილს - 63%-ს რუსეთსა და სომხეთში დაბადებულები შეადგენენ.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში იმიგრანტების რაოდენობის მატება ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული, რაც ორგანიზაციას საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის განვითარებისათვის სასარგებლო ტენდენციად მიაჩნია.

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს  საქართველოს მთავრობას, რომ იმიგრანტების, მათ შორის, განსაკუთრებით - ახალგაზრდობის ინტეგრაციისათვის შეიმუშაოს და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახოს ღონისძიებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით. შეთანხმების ეს პუნქტი ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ითვალისწინებს, როგორიცაა „პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები“.

აღნიშნული მოთხოვნა „მწვანე კავკასიას“ ინიციატივით ასევე დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით 11 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც დღეისათვის ხელს კიდევ 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: ახალგაზრდობის ასოციაცია "დრონი", მეწარმე ქალთა ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია "გადავარჩინოთ ახალი თაობა", ახალგაზრდები მშვიდობისა და განვითარებისათვის, ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო „კომპასი“, ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, მრავალეროვანი საქართველო, ასოციაცია "ტოლერანტი", თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი IPI.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%