თარიღი    დრო

სირიაში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმა, საჭირო პასუხია - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 12:50 04.14.2018 181

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებულ დარტყმას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმები იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე.

“აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი”, - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე, 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც 14 აპრილს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის დედაქალაქში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%