თარიღი    დრო

გერმანიამ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ქმედებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 12:40 04.14.2018 509

გერმანია მხარს უჭერს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ქმედებას სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სამხედრო ქმედება იყო აუცილებელი და შესაბამისი“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. გამოთქვა მოსაზრება, რომ აქცია მიზნად ისახავდა უზრუნველყო ეფექტურობა შხამიანი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვის მექანიზმზე და დაეცვა დამასკო ახალი მოსალოდნელი ქიმიური თავდასხმისგან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრევბმა ამ ფორმით აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა" - აღნიშნავს მერკელი.

7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე, 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც დღეს აშშ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის დედაქალაქში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%