თარიღი    დრო

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:13 04.14.2018 476

ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური მატჩი დღეს 14 აპრილს გაიმართება.
„თამაში ყველასთვის - Equal Game“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი,როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე,აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა,რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა. 

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, კალაძის ინიციატივით, აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის იმავე მოედანზე, ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეგახსენებთ, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%