დიღომში, ფეხსაცმლის შესაკეთებელ ჯიხურში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

დიღომში, მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ფეხსაცმლის შესაკეთებელ ჯიხურში ხანძარი გაჩნდა.
ჯიხურიდან გამოსული კვამლი კორპუსში გავრცელდა, რის გამოც ერთ-ერთ მცხოვრებს მცირე ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ზედა სართულიდან ჩამოვარდნილმა ნამწვმა გააჩინა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.