თარიღი    დრო

ქართველი მსოფლიო მოგზაური საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისს შემოვა

საქართველო, თბილისი - 15:32 04.04.2018 856

საქართველოდან ველოსიპედით მსოფლიო ტურით მოგზაური ნოდარ ბერიძე, რომელმაც უკვე 30 ქვეყანა შემოიარა, თურქეთის ქალაქ ამასიას ეწვია და მისი ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, 47 წლის ნოდარ ბერიძე ყოფილი მოჭიდავეა და მან სტარტი 2016 წელს  საქართველოდან აიღო და ველოსიპედით აზიისა და ევროპის მრავალი ქვეყანა შემოიარა. მან  მთლიანობაში 40 ათასი კმ-ი დაფარა.

ამასიაში ჩასული ქართველი მოგზაური ქალაქის მერმა ჯაფერ ოზდემირმა მიიღო.

მერთან საუბრის დროს ბერიძემ თქვა, რომ ველოსიპედით მსოფლიო ტურის შემოვლით, უნდა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება გაამახვილებინოს სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებაზე.

"ორი წლის განმავლობაში 30 ქვეყანაში ვიმყოფებოდი, მინდა რომ კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ მეზობელ ქვეყნებს, მშვიდობაში იცხოვრონ და ჩემი მოგზაურობის მისიაც ეს არის“, განაცხადა ბერიძემ.

ამასიის მერმა ქართველ სტუმარს თურქეთის სახელმწიფო დროშა და ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბის, “ამასია ბელედიესპორის“ ფორმა აჩუქა. ქართველი მოგზაური თურქეთში კიდევ რამდენიმე ქალაქს მოივლის და 26 მაისს საქართველოში გადავა

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%