თარიღი    დრო

„ქართული ლუდის კომპანია“ 20 მლნ ლარის ბონდების გამოშვებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:27 04.02.2018 1373

„ქართული ლუდის კომპანია“ ბონდების გამოშვებას გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი კახა კოტრიკაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას განმარტავს, საწყის ეტაპზე კომპანია 20 მლნ ლარს ბონდებს გამოუშვებს. „ქართული ლუდის კომპანის“ უმაღლესი რანგის მენეჯერი ამბობს, რომ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება უნდა მოხდეს და ამ მხრივ „ქართული ლუდის კომპანია“ ამ მარათონში ერთ-ერთ პირველი იქნება.

”ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება დაიწყო. „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ აქაც ლიდერობა ვიკისრეთ და კაპიტალის ბაზრის განვითარების მარათონში ჩავერთეთ. წელსვე მოხდება ქართული კომპანიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის კომპანიად გარდაქმნა, „ქართული ლუდის კომპანია“ ბონდების გამოშვებას აპირებს“, აცხადებს კახა კოტრიკაძე.

„ქართული ლუდის კომპანის“ ხელმძღვანელის განმარტებითვე, კომპანიის მიერ გამოშვებული ბონდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

„აუცილებელია, რომ ქართული კომპანიები გადავიდეთ პირველ ლიგაში და გავუთანაბრდეთ ევროპულ კომპანიებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, გახსნილობით, პროცესებით უფრო ხილვადობით. აუცილებელია, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარდეს“, აცხადებს „ქართული ლუდის კომპანის“ ხელმძღვანელი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%